ნათია მეზვრიშვილი - დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლებით შეეფარდა პატიმრობა

როგორც ჩემთვის ცნობილია, დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლებით შეეფარდა პატიმრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი ედება კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში.

„კადრები საზოგადოებამ კარგად იხილა. დღევანდელი აღკვეთის ღონისძიება არ არის დასასრული ამ საქმის, ეს არ არის განაჩენი. როგორც ჩემთვის ცნობილია, დავით კირკიტაძის მიმართ პატიმრობის გამოყენების კონკრეტული საფუძვლები არსებობდა და ამ საფუძვლებით შეეფარდა პატიმრობა", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა