სერგი კაპანაძე - შს მინისტრს არ გამოუვა თვალის ჩაკვრით და გაღიმებით მნიშვნელოვან კითხვას პასუხი არ გასცეს

შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განუცხადა. მისი თქმით, შს მინისტრთან ერთ-ერთი მთავარი კითხვები ხვალ, პარლამენტში, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით დაისმება.

„ზაზასთან ერთად ვისაუბრეთ ამ საქმეზე. ხვალ შს მინისტრი მოდის პარლამენტში. მას არ გაუცია პასუხები იმ კითხვებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დაუსვა. ზაზა იზიარებს პოზიციას და აინტერესებს ამ კითხვებხე პასუხის გაცემა. ხელისუფლება ცდილობს უპასუხოდ დატოვებით საზოგადოებრივი ყურადღება მოადუნოს. შს მინისტრს არ გამოუვა თავი აარიდოს პასუხებს და ერთგან თვალის ჩაკვრით და მეორეგან გაღიმებით არ გასცეს ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებს პასუხები",- განაცხადა კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო