ველისციხეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვალერი მუსაევს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარ ინციდენტში მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ვალერი მუსაევს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მუსაევი მეორე დღეა ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც გამომძიებელმა ბრალი ცოტა ხნის წინ გააცნო. მას გამოძიება დავით კირკიტაძის მსგავსად ძალადობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძიებამ იგივე ბრალდება წაუყენა, რაც დავით კირკიტაძეს. ვალერი მუსაევი ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და აცხადებს, რომ მას ავტობუსი არ დაუზიანებია. შეუძლებელი იყო ორ კაცს ერთდროულად მოეხდინა პოლიციელზე ძალადობა", - განაცხადა ადვოკატმა ბაადურ გულიაშვილმა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის სასამართლო სავარუდოდ ხვალ იმსჯელებს. დღესვე ბრალი წარედგინათ შოთა დალაქიშვილის ცემისთვის დაკავებულ ლევან მაისურაძეს და მამუკა უსინაშვილს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო