ქეთი ჩაჩავა - თამარ ჟვანიამ რთულ პოლიტიკურ პირობებში მაქსიმალური ნეიტრალიზმის შენარჩუნება შეძლო

თამარ ჟვანიამ დაიმსახურა ის, რომ იგი უნდა იყოს ერთ-ერთი ამ წარდგენილ 3 კანდიდატს შორის", - ამის შესახებ "განვითარებისა და დემოკრატიიის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ჩაჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ჟვანიამ რთულ პოლიტიკურ პირობებში მაქსიმალური ნეიტრალიზმის შენარჩუნება შეძლო.

“პირველ რიგში, მისასალმებელი იყო პრეზიდენტის მხრიდან ღიაობა, ვინაიდან ნამდვილად ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, დაესახელებინა თავისი კანდიდატი. "განვითარებისა და დემოკრატიიის ცენტრი" 2012 წელს გახლდათ თამარ ჟვანიას ერთ-ერთი წარმდგენი ორგანიზაცია და მაშინ გახსოვთ, როგორი ერთსულოვანი იყო სამოქალაქო სექტორი. ჩვენი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში, რა თქმა უნდა, იყო როგორც გამოწვევები, ასევე ძალიან ბევრი კრიტიკაც, თუმცა ვფიქრობთ, რომ ქალბატონმა თამარმა დაიმსახურა ის, რომ იგი უნდა იყოს ერთ-ერთი ამ წარდგენილ 3 კანდიდატს შორის, ვინაიდან მან იმ რთულ პირობებში და ისეთ რთულ პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოახერხა მაქსიმალური ნეიტრალიზმის და პროფესიონალიზმის გამოჩენა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის უნდა იყოს წარდგენილი, როგორც ერთ -ერთი კანდიდატი", - განაცხადა ჩაჩავამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის