ვაკეში სროლის ფაქტზე დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის სიძის მეგობრის, დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სროლის გამო დაკავებული ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის სიძის მეგობრის, დავით კაჭარავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

გასულ სხდომაზე, ბრალდებული მისივე მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კაჭარავამ კლინიკაში მოთავსება ფეხის ტკივილის გამო მოითხოვა.

დავით კაჭარავა მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის მეგობარია და მასთან ერთად ის სხვა ინციდენტებშიც ფიგურირებდა.

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულზე - ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის აქვს წაყენებული.

მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს, ზურა რაზმაძეს ოთხდღიანი პატიმრობა, ირაკლი რამიშვილს კი, ორდღიანი პატიმრობა 19 დეკემბერს შეეფარდათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა