ქეთევან მირიანაშვილს, რომელსაც ველისციხეში მომხდარი ინციდენტისას პოლიციის ავტომანქანის დაზიანებას ედავებიან, ბრალს დღეს წარუდგენენ

სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს, რომელსაც გამოძიება პოლიციის ავტომანქანის დაზიანებას ედავება, ბრალს ოფიციალურად დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.

დაკავებული თელავის პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული.

მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის გამო დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა