რუსთავის მუნიციპალურ პროფესიულ-დრამატულ თეატრში, სპექტაკლ ,,დონ ჟუანის“ პრემიერა გაიმართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის მუნიციპალურ პროფესიულ-დრამატულ თეატრში, სპექტაკლ ,,დონ ჟუანის“ პრემიერა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სპექტაკლი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ ფრანგი დრამატურგის, ჟან-ბატისტ მოლიერის შედევრად აღიარებული პიესის ,,დონ ჟუანი ანუ ქვის სტუმარის“ მიხედვით დადგა.

მათივე ინფორმაციით, სპექტაკლის პრემიერას რუსთავის მერი ირაკი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები, თეატრის კრიტიკოსები, მსახიობები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ განაცხადა, სპექტაკლი ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რომელსაც მასში დაკავებულმა მსახიობებმა კარგად გაართვეს თავი.

,,ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, ის თუ რატომ ირჩევს საზოგადოება დონ ჟუანის მსგავს პერსონებს და რატომ არ აძლევენ მას ევოლუციის უფლებას, შეცვალოს საკუთარი ღირებულებები და გახდეს უფრო მეტად ღირსეული, ან საერთოდ ვინ არის ეს საზოგადოება, დომინანტი ხალხი, ვისზეც დგას სამყარო, თუ მხოლოდ გარკვეული ნაწილი ამ სამყაროსი?! შეცვალა თუ არა დრომ მე-17 საუკუნეში დასმული პრობლემა და დაკარგა თუ არა აქტუალობა ქცევამ რომელსაც დონ ჟუანობა ჰქვია“, - განაცხადა სოსო ნემსაძემ.

სპექტაკლ ,,დონ ჟუანში“ მთავარ როლებს მსახიობები ნიკა ჩხაიძე, სოსო ელიზბარაშვილი, სოფო ზერაგია ასრულებდნენ. მასში რუსთავის თეატრის ახალგაზრდა და უფროსი თაობის მსახიობები ლუკა ციხისთავი, ანა შარვაძე, თეა შარვაშიძე, თეონა ხვედელიძე, ნათია მელაძე, ნათია არბოლიშვილი, ზურა ჯინჭარაძე, ზურაბ ჯინჭარაძე, ლაშა კანკავა, არჩილ მაკალათია თამაშობენ.

,,დონ ჟუანის“ მხატვრული გაფორმება ბიძინა სიდიანს ეკუთვნის, კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, ქორეოგრაფი გია მარღანია, საბრძოლო და სასცენო მოძრაობაზე კი შოთა გეგიამ იმუშავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო