„თიბისი ბანკმა“ „ერთგული“ ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10“ დაიწყო

„თიბისი ბანკმა“ „ერთგული“ ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10“ დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში, ყველა მომხმარებელი, ვინც 31 დეკემბრის ჩათვლით „ერთგული“ ბარათით მინიმუმ 10 ლარის გადახდას 10-ჯერ განახორციელებს, 10 ერთგული ქულით დასაჩუქრდება. გარდა ამისა, „ერთგული“ ბარათის ის მომხმარებელი, რომელიც ერთი დღის განმავლობაში ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, 1000 ერთგული ქულის მფლობელი გახდება.

მათივე ინფორმაციით, აქციაში ჩართვა ძალიან მარტივია. მასში მონაწილეობას ავტომატურად იღებს „ერთგული“ და „პრაიმ“ ბარათის ნებისმიერი მფლობელი (მათ შორის უკონტაქტო საკრედიტო სტიკერი), რომელიც თახნას თიბისის ტერმინალით გადაიხდის. აქციის ფარგლებში, 10 ქულის მოგება მაქსიმუმ 10-ჯერ არის შესაძლებელი.

ცნობისთვის, „ერთგული“ „თიბისი ბანკის“ ლოიალობის პროგრამაა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად უამრავ აქციას სთავაზობს. ქულები „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ პოს-ტერმინალში გადახდისას გროვდება. „ერთგულით“ დაგროვებული 1 ქულა=1ლარს. პარტნიორ ობიექტებში შესაძლებელია დახარჯული თახნის 15%-მდე ქულების დაგროვება. დაგროვებული ქულების განაღდება მომხმარებლებს 150-მდე პარტნიორ სავაჭრო ობიექტში შეუძლიათ.

აქციის, ასევე „ერთგული” ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: ertguli.ge

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია