სასტუმრო „ველმონდის" საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

სასტუმრო „ველმონდის" (ყოფილი "ლეოგრანდი") საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს, 16:00 საათზე გამოცხადდება.

როგორც ცნობილია, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, მათ სასტუმროში საწყობის ხელმძღვანელობა და ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა ევალებოდათ.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დაიკითხა მოწმები და მტკიცებულებების გამოკვლევა განხორციელდა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმრო "ველმონდში" (ყოფილ ლეოგრანდში) ხანძრის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა