გია  ვოლსკი  - თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რაიმე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი არ უნდა დარჩეს  პასუხგაუცემელი

თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რაიმე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი, ისე, რომ არ მიეცეს ზუსტი შეფასება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით უმრავლესობაში სიღრმისეულად არ უმსჯელიათ.

„ვფიქრობ, რომ ოპოზიციის მთავარი შესატევი, ერთ–ერთი სამიზნე იყო ცესკო, იმის გამო, რომ რეალურად იცოდნენ რითი დამთავრდებოდა ეს არჩევნები.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას სამუშაოს და სისტემას, არამარტო მე, საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ პოზიტიურად აფასებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამირან სალუქვაძე - რაც ახლა ხდება, ეს არა პოლიტიკური კრიზისი, არამედ პოლიტიკურ ოპონენტთა შორის თანაცხოვრების კრიზისია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.11.2019
მიხეილ კალანდია - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 19 წლის ასაკში პოლიტიკური პატიმარი ვარ
თეგეტა მოტორსის სპეციალური შეთავაზება ზამთრის საბურავებზე
სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბურმა აქცია დაიწყო!
სპეციალური პირობები სამშენებლო კომპანიებისთვის SAP Business One-ის დანერგვაზე BDO-სგან
26 ახალი და გემრიელი შესაძლებლობა - საბვეიში განახლებული მენიუა (R)