თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალი ოფიციალურად 22 დეკემბერს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ სვანეთში, კერძოდ კი თეთნულდისა და ჰაწვალის სათხილამურო არეალს ოფიციალურად 22 დეკემბერს გახსნის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კურორტ თეთნულდზე, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს, არის 4 საბაგირო (6 ადგილიანი სავარძილის ტიპის) და 30 კმ-ნი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისათვის. კურორტის სათხილამურო ტრასა ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი (9.5 კმ) და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონე (1.7კმ) იქნება .

სპეციალისტების დასკვნით , თეთნულდი ერთდროულად 6806 დამსვენებლის მიღებას შეძლებს. სათხილამურო კომპლექსი კი ერთდროულად 4100 მოთხილამურეს მოემსახურება. კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს . სათხილამურო პერიდი კი 6-7 თვემდე იქნება.

კურორტ „თეთნულდის“ მშენებლობა 2014 წლის მაისში დაიწყო და 2016 წლის იანვარში დასრულდა.

ჰაწვალზე, რომელიც მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს, ორი საბაგიროა, ღია სავარძლის ტიპის და 7 კილომეტრიანი 5 სათხულამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის. საბაგიროებიდან ერთ-ერთი არის მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მესტიის ცენტრს აკავშირებს კურორტ ჰაწვალთან. საბაგირო რეკორდულ დროში აშენდა და გასულ წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

სვანეთის 5 სოფელში: მაზერში, უშხვანარში, ეცერში, უშგულსა და დაბა ლენტეხში ფუნქციონირებს მცირე ზომის საბაგიროები, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას.

„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ინფორმაციითმ ჰაწვალზე საბაგიროს რაოდენობა ა 2, სასრიალო ტრასის რაოდენობა - 3, სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე - 7 კმ.

5 მცირე ზომის საბაგიროა ეცერში, უშხვანარში, მაზერში , უშგულსა და ლენტეხში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა