თბილისის საკრებულოში რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის პოეზიის საღამო და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის საკრებულოში მე-20 საუკუნის რეპრესირებული პოეტის ვანლერ დაისელის წიგნის ,,მზის სისხლი’’ პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, წიგნი განათლებისა და კულტურის კომისიის შუამდგომლობითა და მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

მათივე ცნობით, კრებული პოეტის დღემდე უცნობ ლექსებს, მინიატურებს, პირად ჩანაწერებსა და წერილებს აერთიანებს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმსა და საქართველოს შსს სამინისტროს არქივშია დაცული.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა მადლობა გადაუხადა წიგნის შემდგენელს ლევან ჟვანიას, შსს აკადემიის არქივის დირექტორს, ომარ თუშურაშვილს, ლიტერატურის მუზეუმს, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრებს, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს კრებულის გამოცემაში შეტანილი წვლილისთვის.

თამარ ტალიაშვილის თქმით, თემატიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია კრებულისა და პოეტის ბიოგრაფიული ჩანაწერების საქართველოს ოკუპაციის მუზეუმში განთავსება. ასევე, თბილისის ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის ვანლერ დაისელის სახელის მინიჭება.

„ჩვენი მიზანია, ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტის ვანლერ დაისელის და იმ ეპოქის მოღვაწეების რეინკარნაცია , რომლებმაც თავიანთი ნიჭიერებით გაამდიდრეს ქართული კულტურა თავისი გმირობით, კიდევ ერთხელ მისცეს პატრიოტიზმს ახალი სიცოცხლე“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ვანლერ დაისელმა შექმნა ახალი პოეტური ორდენი „სომნამბულიზმი“. პოეტი თავისი შემოქმედებით გმობდა რუსულ იმპერიალიზმს, უპირისპირდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ღიად ეწეოდა ანტისაბჭოთა აგიტაციას, რისთვისაც ის გადაასახლეს. ისტორიული ცნობებით, ვანლერ დაისელი 36 წლის ასაკში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები: ბექა დავითულიანი, თინათინ ნიბლოშვილი, და მიხეილ ამაშუკელი ესწრებოდნენ. აგრეთე, თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკო ნასრაშვილი და ქართველი მწერლები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია