გიორგი გახარია - წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფა და გამომძიებელს ეცოდინება, რომ გამომძიებელია და ოპერს ეცოდინება, რომ არის ოპერატიული თანამშრომელი

წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უწყებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო რეფორმირების ის მიმართულება, რომელსაც კრიმინალური პოლიცია ქვია.

„ეს არის უსაფრთხოების და კრიმინალთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ფუნქციათა აღრევა და სპეციალიზაციის არარსებობა. რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მიმართულება გვქონდა და დღეისთვის შემიძლია ვთქვა, რომ წლის ბოლოს დასრულდება ფუნქციონალური დაყოფის ეტაპი და გამომძიებელს ეცოდინება, რომ ის არის გამომძიებელი და ოპერს ეცოდინება, რომ ის არის ოპერატიული თანამშრომელი. ამ რეფორმის ფარგლებში მოხდა გამომძიებლების ცოდნის და გამოცდილების გაძლიერება და დაიწყო მათი გადამზადება იმ ახალი პროგრამების მიხედვით, რაც შემუშავებული იყო შს სამინისტროს პოლიციის აკადემიაში. 2019 წლის ბოლომდე ჩვენ ვაპირებთ სრულად დავასრულოთ ფუნქციების გამიჯვნა და დავასრულოთ თბილისში სრულად იმ ახალი ინსტიტუტის იმპელემენტაცია, რომელსაც ჰქვია მართლწესრიგის ოფიცერი. ეს არის საუბნო მიმართულების ახალი ფუნქციონალი. შს სამინისტროში არ არსებობდა ელემენტარული სტანდარტული პროცედურების აღწერა, ისევე როგორც არ არსებობდა თანამშრომლებისთვის მათი უფლებამოსილებების აღწერაც. ამაზე მუშაობა დაწყებულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა