ლაშა ტუღუში - არ არის კარგი, როდესაც „ელჩების კონფერენცია 2018-ს“ საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრება

თუ რეალურად არ განვახორციელეთ სერიოზული რეფორმები, რომელიც პირველ რიგში ეხება მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას, სხვაპოლიტიკურ რეფორმებს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა იქნება ილუზია, ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული პლატფორმის კოორდინატორმა, მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა ჟურნალისტებს „ელჩების კონფერენცია 2018-ზე“ განუცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ქვეყანამ უნდა მოახდინოს დემოკრატიული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ დაძლიოს რეფორმები.

„ჩვენ ვიმსჯელებთ იმ გამოწვევებზე, რაც საგარეო ფრონტზე აქვს ქვეყანას. პირველ რიგში, ეს არის რუსეთი, ოკუპაცია, სერიოზული გამოწვევები გვაქვს ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე, შიდა რეფორმებთან დაკავშირებით სერიოზული მოთხოვნები არსებობს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა მივდიოთ და მივყვეთ ამ რეფორმებს, ტემპი უნდა იყოს მაღალი. ცხადია, გვაქვს მიღწევები საგარეო ურთიერთობათა კუთხით, ასევე გვაქვს სერიოზული გამოწვევები. მთავარი გამოწვევა ეს არის ოკუპაცია, რომელიც ძალიან მძიმედ მოსაგვარებელი პრობლემაა და ვფიქრობ, აქ საჭიროა კონსოლიდაცია. ასევე მინდა ხაზი გავუსვა სერიოზული, მტკივნეული რეფორმების აუცილებლობის საკითხს. თუ რეალურად არ განვახორციელეთ სერიოზული რეფორმები, რომელიც პირველ რიგში ეხება მართლმსაჯულებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას, სხვა პოლიტიკურ რეფორმებს, ევროკავშირის და ნატო-ს წევრობა იქნება ილუზია, ჩვენ მიზანს ვერ მივაღწევთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი მიზნები შესაბამისობაში რეალობასთან იყოს და ეს რეალობა არ არის მაინცდამაინც მარტივი, არ გამოიყურება ვარდისფრად, ამიტომაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ დემოკრატიული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს რეფორმები და წინ წავიწიოთ“, - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე განცხადებით, არ არის კარგი, როდესაც „ელჩების კონფერენცია 2018-ს“ საქართველოს პრეზიდენტი არ ესწრება.

„ვფიქრობ, არ არის კარგი, როდესაც პრეზიდენტი არ არის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, მითუმეტეს, ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც აქვს საგარეო ურთიერთობებში მუშაობის გამოცდილება, ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მანამდე ძალიან ცნობილი ფრანგი დიპლომატი და მისი შეხედულებების და მოსაზრებების მოსმენა ძალიან საინტერესო იქნებოდა იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც, რასაც საქართველოს კონსტიტუცია გვაძლევს. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საგარეო ურთიერთობები და პოლიტიკა ერთ-ერთი ძირითადი აქტიურობის სფეროა, ახლანდელი პრეზიდენტისთვის და თავიდანვე ასე დაწყება ცუდად გამოიყურება“, - განაცხადა ტუღუშმა.

ცნობისთვის, „ელჩების კონფერენცია 2018“ 18 დეკემბერს დაიწყო და დღეს სრულდება. ამ წუთებში კონფერენციის მონაწილეები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა