ნინო ჩიქოვანი - „ICC“-ს საარბიტრაჟო სასამართლო საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმის გაფორმება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციაშია აღნიშნული.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, პალატა და მასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) აქტიურად იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, რომელიც 2 წელიწადს მიმდინარეობდა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე გაწეული სამუშაოებისა და ძალისხმევის შეფასებისა და შეჯამების შემდეგ, მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი საქართველოში ICC-ს საერთაშორისო სარბიტრაჟო სასამართლო.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრს უკვე აქვს ICC საერათაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის გამოცდილება.

„მემორანდუმი ითვალისწინებს „ICC“ საარბიტრაჟო სასამართლოსა და პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის შესაძლო თანამშრომლობას, ამ უკანასკნელის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, რაც ჩვენთვის დიდი პატივია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ნინო ჩიქოვანის განმარტებით, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2013 წლიდან აქტიურად მუშაობს საქართველოში არბიტრაჟის ინსტიტუტის პოპულარიზაციის საკითხზე, რამაც დადებითი გავლენა იქონია აღნიშნული ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის გაზრდაზე და გარკვეულწილად გააძლიერა ქვეყანა რეგიონში საარბიტრაჟო ჰაბად ჩამოყალიბების მიმართულებით.

„აღნიშნული მემორანდუმი და მასთან დაკავშირებული გეგმები ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრად გადაქცევა შესაძლებელი გახადა არბიტრაჟის შესახებ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვამ და კანონმდებლობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანამ. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები „არბიტრაჟის შესახებ“ კანონში და საარბიტრაჟო შეთანხმებებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების სწრაფი აღსრულების მექანიზმების შემუშავება“, -აღნიშნა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოსა და საქართველოს შორის მემორანდუმს 20 დეკემბერს საზეიმო ვითარებაში მოაწერეს ხელი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსის მურმა.

„დოკუმენტით მხარეები თანხმდებიან, მიმართონ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის რეგიონული ცენტრის განვითარებას და, ამასთან, საქართველოში „ICC“-ის არბიტრაჟის გამოყენების პოპულარიზაციას; „ICC“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, ასევე, მზად არის, განახორციელოს როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული მასშტაბის სხვადასხვა საგანმანათლებლო და აკადემიური პროგრამა ჩვენს ქვეყანაში; სასამართლო, ასევე, განიხილავს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მემორანდუმის ამოქმედებიდან ერთი წლის თავზე მხარეები შეხვდებიან, რათა შეაფასონ, რა ფორმით არის შესაძლებელი, „ICC“ წარმოდგენილი იყოს საქართველოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო