ლისის ტბისა და მწვანე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე „თიბისის“ ახალი სათავო ოფისის „თბილისის ბიზნესცენტრის“ სამშენებლო სამუშაოები იწყება

ლისის ტბისა და მწვანე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე „თიბისის“ ახალი სათავო ოფისის „თბილისის ბიზნესცენტრის“ სამშენებლო სამუშაოები იწყება.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ „ლისი დეველოპმენტიდან“ აცნობეს, „თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობას 17 დეკემბერს, საფუძველი „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ბანკისა და „ლისი დეველოპმენტის“ წარმომადგენელებმა ჩაუყარეს. სათავო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე გაშენდება მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი.

კომპანიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის მშენებლობაც „თიბისიმ“ გასულ წელს ბანკის 25-ე იუბილეზე დააანონსა, მთლიანად ეფუძნება თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად ენერგოეფექტურია და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს. ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

„თიბისის“ ახალი სათავო ოფისი ითვალისწინებს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება. „თბილისის ბიზნესცენტრის” ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი: „თიბისის“ სათავო ოფისი; ინოვაციების ლაბორატორია – ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის; კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „თიბისის“ ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა.

თიბისის ახალი სათავო ოფისის პროექტი გააკეთა აქტიტექტურუმა სტუდიამ - UN Studio. UN Studio, რომელმაც „ლისი დეველოპმენტის“ Green Tower-ის კონცეფციაზე იმუშავა. სტუდიამ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა „თიბისის“, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

ლისის ტბისა და მწვანე ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2019 წელს, ასევე ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დაიწყება, რომელზეც უფრო მეტი ინფორმაცია 2019 წელს გავრცელდება. „თბილისის ბიზნესცენტრის” პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს