სერგო რატიანი გიორგი გახარიას მიმართა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა შს მინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

როგორც რატიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შს მინისტრს უსმენენ, სწორედ გახარია იყო პასუხისმგებელი სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დროს.

„ზუგდიდის მე-6 სკოლასთან მიმართებაში, 8 ნოემბერს შედის საჩივარი და იმ დღესვე წერს ბრძანებას მინისტრი და მეორე დღეს შედიან ინსპექციაზე. ეს ხდება იმ დროს, როდესაც თქვენ იყავით პასუხისმგებელი სამეგრელოში საარჩევნო კამპანიის დროს. ეს ხდება იმ დროს, როდესაც თავად ქალბატონმა ია კერზაიამ თავის დროზე თქვა, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა. რატომ არ არის დღემდე გათავისუფლებული განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახური და როგორ უყურებთ ამ საკითხს? ასევე, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ზუგდიდში“, - განაცხადა რატიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა