რომან გოცირიძე - უმრავლესობის წევრებს აქვთ თვალთმაქცური და სასაცილო ტაქტიკა, მათ გადაწყვიტეს, დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა

ბატონო გიორგი, თქვენ ახლა დაინახეთ ძალიან სასაცილო და თვალთმაქცური ტაქტიკა უმრავლესობის წევრების, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ დაასწრონ ოპოზიციას და დასვან ყველა მწვავე შეკითხვა რაც კი არსებობს თქვენს მიმართ, - ასე მიმართა შს მინისტრის პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობა ისე ცდილობს წარმოჩენას, რომ თითქოს დღეს ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც თავად აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს და ხელს უშლიდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნაში.

„ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს. ახლა კი დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით. თუმცა, ერთი შეკითხვის დასმა მაინც ვერ გაბედეს: ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია და პატრული, პირადად ჩემს საარჩევნო უბანში იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად და მსხვილფეხა კრიმინალებთან ერთად, ქურდებთან და მოქურდო ელემენტებთან ერთად მართავდნენ ქვეყანაში საარჩევნო პროცესს. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“, - მიმართა გოცირიძემ გახარიას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო