თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებას 2018 წელს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად, წარუდგინა.

თინათინ ნიბლოშვილმა იმ მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც კომისიამ 2018 წელს განახორციელა.

თინათინ ნიბლოშვილმა და გალაქტიონ ბუაძემ მოსახლეობას ერთი წლის განმავლობაში თბილისის მასშტაბით გაკრული სამისამართე აბრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, 2018 წელს თბილისში სულ 11 940 აბრა დამონტაჟდა, ხოლო 129 გეოგრაფიულ ობიექტს სახელი მიენიჭა. მათ შორის გახლავთ, ნოდარ ახალკაცის, მარიკა ლორთქიფანიძის, ტატიანა თვალჭრელიძისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელი მიენიჭა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კომისიის ინიციატივით, თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკვერი. მათ შორის თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის, ბუენოს აირესის, არჩილ სირბილაშვილისა და ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერები.

თინათინ ნიბლოშვილმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიამ, აღნიშნულ პერიოდში, 21 სხდომა გამართა. მასზე 191 საკითხი განიხილეს და 130 განკარგულება გამოსცეს. ნიბლოშვილის თქმით, კომისიამ 800-ზე მეტ მოქალაქეს კონსულტაცია გაუწია.

ამასთან, წლის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, პრობლემის ადგილზე გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრებიც გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა