დღეს საღამოს „ლოტო 6/36“-ის მე-80 გათამაშება გაიმართება

დღეს საღამოს „ლოტო 6/36“-ის მე-80 გათამაშება გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ლატარია განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ეროვნული ლატარიის „ლოტო 6/36“-ის პირველი გათამაშება 2018 წლის 17 მარტს გაიმართა. მე-80 საიუბილეო გათამაშებას კი „ლოტო 6/36“ უამრავი ბედნიერი ადამიანითა და მილიონობით გაცემული მოგებით ხვდება. 9 თვის მანძილზე უკვე ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი და მისი მფლობელები ორივეჯერ თბილისელი პენსიონერები აღმოჩნდნენ.

პირველი ჯეკპოტი – 857 007 ლარი ქალბატონმა ლალი ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე შეძენილი ბილეთით მოიგო. ქალბატონი ლალი „ლოტო 6/36“-ს რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სისტემატურად თამაშობდა და შედეგიც დადგა – მისი ცხოვრება წამში შეიცვალა. მოგებული თანხით ლალი ზურაბიშვილმა უკვე ბევრი ოცნება აიხდინა და სოფელში სანატრელი სახლის მშენებლობაც წამოიწყო.

მეორე ჯეკპოტის – 547 235 ლარის მფლობელი ივანე სომხიშვილი გახდა, რომელმაც „ლოტო 6/36“-ის ბილეთი, ავტომატური შერჩევის წესით, ორთაჭალაში მდებარე ერთ-ერთ ჯიხურში შეიძინა. მოგებული თანხით მან შვილიშვილს ბინა შეუძინა. „მოგებული თანხით შვილიშვილს ბინას ვუყიდი და კიდევ ბევრ სხვა ოცნებას ავისრულებ. შოკში ვარ. მადლობა საქართველოს ეროვნულ ლატარიას“, – განაცხადა ივანე სომხიშვილმა მოგებული თანხის გადაცემისას.

„ლოტო 6/36“-ის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით ლატარიის დაბრენდილ ჯიხურებში, ასევე, კომპანიის სერვისცენტრებში, პრომომაგიდებთან, რომლებიც დიდ სავაჭრო ცენტრებშია განლაგებული, „ავერსისა“ და „ნუგეშის“ ქსელებში.

„ლოტო 6/36“-ის ბილეთის შეძენა, ასევე, შესაძლებელია ვებგვერდზე: www.lotto.ge, რისთვისაც მომხმარებელმა რეგისტრაცია და ვერიფიცირება უნდა გაიაროს. გათამაშება კი იმართება ყოველ სამშაბათსა და პარასკევს „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, „9-საათიანი კურიერის“ დაწყებამდე.

საქართველოს ეროვნული ლატარია გისურვებთ მოგებას, მოგება კი შეუძლია ყველას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის