გიორგი გახარია - ნარკოტიკული საშუალების ამოღების რაოდენობაში პროგრესი გვაქვს

ნარკოტიკული საშუალების ამოღების რაოდენობაში პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, პრობლემა არის მწვავე, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში.

„ნარკოტიკები სერიოზული პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოსი. საქართველო რესურსულად ვერ შეძლებს ნარკოტიკული ტრაფიკის გადახურვას. ეს საკმაოდ მძიმე გამოწვევაა, განსაკუთრებით ამ რეგიონში. ჩვენ ვცდილობთ ჩვენს მეზობლებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად ამ გამოწვევას ვუპასუხოთ, თუმცა პრობლემა გვაქვს. სტატისტიკურად მოგაწვდით ინფორმაციას, რა რაოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღება ხდებოდა და რა რაოდენობით ხდება დღეს. მე ვფიქრობ, პროგრესი სახეზე გვაქვს. რაც შეეხება კლუბების ნაწილს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ინიციატივა იყო, ამას შემდგომ გაგრძელება არ მოჰყვა, რადგან კლუბების რეგულირება არ არის მთლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა, გპირდებით, რომ ამ თემას კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა