სალომე სამადაშვილი - რაც დღეს თქვით, არის ჰაერის რხევა

რაც დღეს თქვით, არის ჰაერის რხევა, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა შს მინისტრ გიორგი გახარიას.

მისივე თქმით, ძალიან მოსაწყენი საყურებელი იყო სპექტაკლი, რომელიც გიორგი გახარიამ უმრავლესობასთან ერთად დადგა.

„ძალიან ეცადეთ, დიდხანს პასუხობდით შეკითხვებს, ინტელექტუალური უპირატესობის მოპოვების მცდელობაც გქონდათ ოპოზიციაზე, მაგრამ შემდეგ ერთი ფრაზით გაყიდეთ საკუთარი პოლიტიკური არსი და პოლიტიკური გუნდის მსოფლმხედველობა - ჩავაგდეთ კირკიტაძე და სხვებსაც ჩავაგდებთო. ყველაფერი, რაც მანამდე თქვით, არის ჰაერის რხევა და რასაც ახლა იტყვით, ისიც ასეთივე ფუჭი ჰაერის რხევაა, რადგან ამაში აისახება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსი. როგორც საათი დღეში ერთხელ აჩვენებს ნამდვილ დროს, სწორედ ასე, დღეში ერთხელ, ამ ერთ ფრაზაში ქართულ საზოგადოებას უთხარით სიმართლე“, - მიმართა გიორგი გახარიას სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს