თინა ბოკუჩავა - ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ

ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შს მინისტრისგან პასუხები ვერც ერთ საკითხზე ვერ მოისმინეს. როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გახარიამ დღეს პარლამენტში პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.

"დღეს მინისტრ გახარიასგან რეალურად ვერც ერთ საკითხზე ვერ მივიღეთ პასუხი. მან დასაწყისში მოგვიწოდა, რომ პოლიტიკური ცეკვები არ დადგათო და მართლა პოლიტიკური სპექტაკლი დადგა მან დღეს აქ. მან მთელ რიგ დანაშაულებზე, მაგალითად მუხთარლის, მაჩალიკაშვილის, არჩევნების გაყალბების საქმეებზე გვითხრა, რომ პროკურატურისთვის მიგვემართა. ანუ კრიმინალ ფარცხალაძესთან უნდა გავარკვიოთ თურმე, რატომ გაიტაცეს მუხთარლი, რატომ მოხდა ის დანაშაული მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ ან რატომ გააყალბეს არჩევნები. რაც შეეხება სარალიძის საქმეს, ეს იყო ყველაზე დიდი უტიფრობა და სირცხვილი, რაც ჩვენ დღეს მინისტრ გახარიასგან მოვისმინეთ. მან ფაქტობრივად პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაადანაშაულა იმაში, რომ სწორედ მათი საქმიანობის გამო დათუნა სარალიძის მკვლელი დღემდე არ არის დასჯილი. აი, ასეთი უტიფრობისა და პოლიტიკური სპექტაკლის შემსწრენი ვართ ჩვენ დღეს აქ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა