აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო ნაწილობრივ შეაჩერა მუშაობა

აშშ-ს მთავრობამ დაფინანსების არარსებობის გამო მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. ე.წ. „შათდაუნი“ იმის შედეგი გახდა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ ვერ შეთანხმდნენ მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინანსების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს.

ამ ეტაპზე ამერიკელმა კანონმდებლებმა ჯერ კიდევ ვერ მიიღეს 2019 წლის ბიუჯეტი. ბიუჯეტი გუშინ უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა კონგრესის ორივე პალატამ ისე დაასრულა თავისი სხდომები, რომ კომპრომისული რეზოლუცია მიღებული არ იყო.

დაფინანსების არარსებობის გამო ფედერალური სამთავრობო უწყებების მეოთხედი, კერძოდ, მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტი, ხაზინის დეპარტამენტი, ვაჭრობის დეპარტამენტი და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, დაფინანსების გარეშე რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ 20 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატამ ბიუჯეტის კანონპროექტში 5,7 მილიარდი აშშ დოლარი ჩართო მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებისთვის, თუმცა სენატის „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ ნებისმიერ რეზოლუციას, რომელიც კედლის დაფინანსებას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპმა თავის მხრივ იმედი გამოთქვა, რომ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერება დიდ ხანს არ გაგრძელდება და „დემოკრატებს“ მოუწოდა მხარი დაუჭირონ კედლის მშენებლობის დაფინანსებას.

აშშ-ს კონგრესი დღეს შეიკრიბება. მათი მოლაპარაკებების შედეგებზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენ ხანს გასტანს აშშ-ს მთავრობის მუშაობის შეჩერება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა