ბექა ნაცვლიშვილი - თამარ ჟვანიამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ კარგად უძღვება ცესკო-ს

უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას კანდიდატურა მისაღებია, რადგან გამოცდილებიდან გამომდინარე ჟვანიას პირობებში არჩევნები ყველაზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

„ვიზიარებ იმ აზრს, რომ თამარ ჟვანიამ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დაამტკიცა, რომ კარგად უძღვება ცესკო-ს და შესაბამისად, ამ გამოცდილებიდან გამომდინარე პირადად მე მას დავუჭერდი მხარს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო, ვერ გეტყვით.

ახლა ბრალდებების დრო არ არის. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ გამოცდილებას და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს და დავინახავთ, რომ თამარ ჟვანიას დროს არჩევნები მიმდინარეობდა ყველაზე მშვიდ გარემოში“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი - მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე წარადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა