მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში ორი არასრულწლოვანი უკვე გამოიკითხა

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასრულწლოვნების გამოკითხვა კვლავ მიმდინარეობს.

მოზარდები ძალოვან უწყებაში მათ კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვა ორმა არასრულწლოვანმა. თუმცა, ჟურნალისტებთან კომენტარი მათ კანონიერ წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ძალოვან უწყებაში კიდევ 5 მოზარდი იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები, რომლებიც ძალოვანი უწყების წარმომადგენლების კითხვებს პასუხობენ, მკვლელობის თვითმხილველები არიან.

თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდიან ისინი გამოძიებას, ეს უცნობია.

ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა დაკითხვიდან გამოსულმა ერთ- ერთი არასრულწლოვნის ადვოკატმა, მარინა ჯანიკაშვილმაც. როგორც მან აღნიშნა, მას და მისი დაცვის ქვეშ მყოფს გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც, კომენტარს ვერ გააკეთებს.

იხილეთ ვიდეო: რას ამბობს არასრულწლოვანის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფის გამოკითხვა ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარეობს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს