თამარ ჩუგოშვილი - ე.წ. ბოიკოტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა, არის საბაბი იმისთვის, რომ გააცდინონ სხდომა და არ დაექვითოთ ხელფასი

ახალი რეგლამენტის ამოქმედებასთან ერთად, პარლამენტის წევრების დასწრება სასესიო მუშაობის დროს საგრძნობლად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჩუგოშვილი გამოეხმაურა რიგგარეშე სესიისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ბოიკოტის გამოცხადებას და განაცხადა, რომ ბოიკოტი გამოწვეულია იმით, რომ არ ჩაერთონ პარლამენტის მუშაობაში და ხელფასი არ დაექვითოთ.

„როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ეძებენ საბაბს, არ დაესწრონ და გააცდინონ სასესიო მუშაობა. ის ე.წ. ბოიკოტი, რომელიც გამოაცხადეს, არის მხოლოდ და მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ გააცდინონ სხდომა და არ დაექვითოთ ხელფასი. ეს არის უბრალოდ საბაბი და არ არის სწორი ასე გამოყენება რეგლამენტის იმ ნორმის, რომლითაც პოლიტიკური შეხედულების გამო შესაძლებელია პარლამენტის წევრმა ან ფრაქციამ გააცდინოს სხდომა. ეს ასეც უნდა იყოს და ასე უნდა ეწეროს კანონში. ეს ხვრელი არ არის, რადგან პოლიტიკური ორგანოა და პარლამენტის წევრს უნდა შეეძლოს პროტესტის ნიშნად არ მიიღოს მონაწილეობა მუშაობაში და ამის გამო არ უნდა დაისაჯოს. მაგრამ, რასთანაც დღეს გვაქვს საქმე ეს არის, არა პოლიტიკური ბოიკოტი, არამედ, საბაბი, რომ ამ მუხლით თავიდან აიცილონ ხელფასის დაქვითვა, რაც ჩემი აზრით ბოროტად გამოყენაა კანონში არსებული სწორი ჩანაწერების“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს დეპუტატებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართვა გააცნო, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური შეხედულებების გამო რიგგარეშე სესიას არ დაესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა