„ქალთა მოძრაობამ" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გადადგომის მოთხოვნით ათონელის სასახლესთან აქცია გამართა

„ქალთა მოძრაობა" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გადადგომას ითხოვს.

მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები პრეზიდენტის ათონელის სასახლესთან შეკრიბნენ და განაცხადეს, რომ ისინი თავიდანვე მოითხოვდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, რომ საპარლამენტო მდივნად არ დაენიშნა დიმიტრი გაბუნია.

„უკვე ბევრჯერ მოვითხოვეთ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა, ქალების უფლებების მხარდაჭერა. მოვუწოდეთ მას, რომ არ დაენიშნა დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად, ვინაიდან თავისი მოღვაწეობის განმავლობაში დიმიტრი გაბუნიას ბევრი პრობლემები ჰქონდა. არსებობს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებები, რომ ის არაკეთილსინდისიერად ექცეოდა თავის კლიენტებს. ჩვენი მთავარი პრობლემა იყო ზვიად დევდარიანის საქმეში მისი განცხადებები, როდესაც ის აკეთებდა სექსუალური შევიწროების ნორმალიზებას. ჩვენ ვნახეთ, რომ სამ შემთხვევაში ომბუდსმენმა დაადგინა სექსუალური შევიწროების ფაქტი. ჩვენ არ გვინდა რომელიმე მაღალ თანამდებობას იკავებდნენ ადამიანები, რომლებსაც სექსუალურ შევიწროებასთან ასეთი დამოკიდებულება აქვს. მოვიხოვთ გადააყენოს ეს ადამიანი და მანამდეც მოვითხოვდით, რომ საერთოდ არ დაენიშნა", - განაცხადა ბაია პატარაიამ.

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი უმცირესობების საკითხებში, თსუ-ს პროფესორი სოფიო შამანიდი, რომელიც ურჩევს პრეზიდენტს, „გადმოვიდეს ქალების მხარეს“.

„მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი არაფერი თქმულა ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, მიბაძავს წინამორბედ პრეზიდენტს და უფრო სენსიტიური იქნება ქალთა საკითხების მიმართ", - განაცხადა შამანიდიმ.

იხილეთ ვიდეო: "ქალთა მოძრაობამ" პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას გადადგომის მოთხოვნით ათონელის სასახლესთან აქცია გამართა

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს