მაიკ პომპეო - სირიიდან გასვლის შემდეგ აშშ ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას განაგრძობს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ და აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სატელეფონო საუბრისას, სირიიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანის ფონზე ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა განიხილეს.

ერაყის პრემიერ-მინისტრის კანცელარიაში განაცხადეს, რომ საუბრისას მაიკ პომპეომ დაადასტურა, რომ აშშ განაგრძობს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას სირიიდან ჯარების გამოყვანის მიუხედავად.

მხარეებმა ასევე დაადასტურეს, რომ საჭიროა სირიის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაზეც უშუალოდ დამოკიდებულია უსაფრთხოება და სტაბილურობა ერაყში.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა