ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ წლის ბოლომდე ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ წლის ბოლომდე ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პროტესტი ქვეყანაში არსებულ ძალადობას და უსამართლობას უკავშირდება.

„საშემოდგომო სესია დამთავრდა გუშინ. ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ დავსწრებოდით შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშს და გამოგვეთქვა მკაცრი პროტესტი იმ ძალადობისა და უსამართლობის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. პარლამენტმა დანიშნა რიგგარეშე სესია, რომელიც დღევანდელი და მომდევნო ორი სხდომის სახით იქნება მომავალ კვირას. ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა ამ რიგგარეშე სხდომებში, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დევნის გამო. ეს არის კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური პროტესტის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ასევე ასახულია პარლამენტის ახალ რეგლამენტში. რაც შეეხება რეგლამენტის ხარვეზებს, ამის შესახებ არაერთხელ აგვიღნიშნავს, აქ ბევრი რამ არის გასარკვევი და ამაზე დეტალური საუბარი გვექნება სხვა დროს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" წლის ბოლომდე ჩანიშნულ რიგგარეშე სხდომებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობას არ მიიღებს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო