ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე ხანდაზმულობის ვადა ხუთი წლით გახანგრძლივდება. ცვლილების თანახმად, გამოძიებას არ ექნება ზვიად გამსახურდიას საქმის შეწყვეტის ვალდებულება.

„ამ დრომდე შიმშილობენ ექსპრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შვილები. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ორშაბათს უკვე იქნება დაჩქარებული წესით დაწყებული განხილვა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების, რომლითაც 5 წლით გახანგრძლივდება ხანდაზმულობის ვადა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებზე და გამოძიებას არ ექნება შეწყვეტის ვალდებულება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების. იმედი მაქვს, ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერენ ამ კარგ ინიციატივას. ინიციატივა გავრცელდება ყველა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულზე, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ტერორისტული ხასიათის დანაშაულებები. რასაკვირველია, ეს ცვლილება პირველ რიგში განპირობებულია ზვიად გამსახურდიას საქმეზე დაწყებული გამოძიების გაგრძელების აუცილებლობით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების ხანდაზმულობის ვადა 5 წლით გახანგრძლივდება

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა
Archdaily „ლისი დეველოპმენტის“ პროექტების შესახებ სტატიას აქვეყნებს
ჩინური კომპანია POWERCHINA/SINOHYDRO 202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლას ეწვია