გიორგი ბეგაძე – ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარება მნიშვნელოვანია

„ჩვენი ქვეყნისთვის ტურიზმის მდგრადი განვითარებაა მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, რომ ტურიზმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მზარდი ინდუსტრიაა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის პირველმა მოადგილემ გიორგი ბეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა ვეღარ პასუხობს განვითარების არსებულ მოთხოვნებს და ტურიზმს მდგრადი განვითარებისთვის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, მათ შორის საკანონმდებლო მხარდაჭერა.

„ვფიქრობ, დადგა დრო, ვიმსჯელოთ ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური ჩართულობით ყველა იმ საკითხზე და გამოწვევებზე რაც ამ დარგში დგას.

რაც შეეხება მომავალ კანონპროექტს, რომელიც ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს, ვფიქრობ უნდა იყოს ეფექტური, იმისათვის რომ კანონმდებლობამ პირველ რიგში უზრუნველყოს ქვეყანაში ტურიზმის მდგრადი განვითარება, კულტურული და ბუნებრივი რესურსების დაცვა და შემდგომი პოპულარიზაცია. ასევე ხელი უნდა შეუწყოს ტურისტული პროდუქტების და მომსახურეობის გამრავალფეროვნებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრებას, ქვეყნის რეგიონების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ინდუსტრიიდან ქვეყნის ეკონომიკაში შემოსავლების შთამბეჭდავ ზრდას“, – განაცხადა ბეგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კომიტეტის წევრების და ტურიზმის ადმინისტრაციის ჩართულობით, პირველი შეხვედრები ინდუსტრიის წარმომადგენლებთან და უცხოელ ექსპერტებთან უკვე შედგა და ეს შეხვედრები შემდგომშიც გაგრძელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო