პირველი რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთო

პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო. მთავარი ნაძვის ხე საქართველოს პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ პატარებთან ერთად აანთეს.

მანამდე ბავშვებმა საახალწლო სპექტაკლი წარმოადგინეს, რომლის რეჟისორი ნიკოლოზ შველიძე იყო, ხოლო კომპოზიტორი - მიშა მდინარაძე. წარმოდგენას პირველად ჰყავდა სუდო თარჯიმანი.

საახალწლო წარმოდგენაში - „გადაეცი სიყვარული“ მონაწილეობენ: სოფო გელოვანი, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი ცაგარელი, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, მოძრაობის თეატრი, თბილისის მერიის „ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი'', თბილისის მერიის ალოიზ მიზანდარის სახელობის პირველი ხელოვნების სკოლის ბიჭუნათა კაპელა და ახალგაზრდული გუნდი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა