დავით ჭიჭინაძე - ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ

შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ კანონებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა, დავით ჭიჭინაძემ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

ჭიჭინაძემ აღნიშნული განცხადებით „საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებულად განხილვა გააპროტესტა.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პარლამენტი კი არ არის, რაღაც ფორმალიზმის ბუდედ გადაიქცა ეს ყველაფერი. მაინტერესებს როგორ აპირებენ დეპუტატები საკითხის განხილვას, როცა არც კი აქვთ წაკითხული კანონპროექტი. რა კითხვები აქვთ კოლეგებს? ბევრი ნიუანსია ალბათ, რაც გამორჩება. პროტესტის ფორმად ალბათ ისღა რჩება, რომ კომიტეტზე კვორუმები არ შედგეს. ნოტარიუსის კანტორად გადაიქცა აქაურობა, შემოგვრეკავენ აქ ნახირივით და ბეჭდებს გვარტყმევინებენ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძეს კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ უპასუხა და განაცხადა, რომ პირადად მან ძირითადი ასპექტების გაცნობა მოასწრო.

დავით ჭიჭინაძემ ამის შემდეგ დეპუტატებს მიმართა და მოუწოდა, თუნდაც ორი მუხლი დაესახელებინათ, რომელიც კანონპროექტში ეწერა, ამის მსურველი კი მხოლოდ რომან კაკულია აღმოჩნდა.

დეპუტატების პროტესტის მიუხედავად, კომიტეტზე კანონპროექტს მაინც განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა