სერგო რატიანი – კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე განხილვის გადადება, ჩვენგან აღიქმება, როგორც საკითხის გაჭიანურება

პარლამენტის კომიტეტში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე განხილვის გადადება, ჩვენგან აღიქმება, როგორც საკითხის გაჭიანურება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგო რატიანი განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომის გადადებას გამოეხმაურა, რომელზეც ია კერზაიას გარდაცვალების საკითხი უნდა განხილულიყო. გარდა ამისა, „ევროპული საქართველოს" წევრები აუდიტის სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვენ.

„ევროპულ საქართველოს" დაბარებული ჰყავდა განათლების მინისტრი, თუმცა დღემდე ჩვენ პასუხი არ მიგვიღია. ამის ნაცვლად, განათლების კომიტეტმა და სამინისტრომ შემოგვთავაზა, რომ დღეს უნდა ყოფილიყო აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვა. სინამდვილეში მთავარი პრობლემა ამ წუთში არის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში მომხდარი ტრაგედიის განხილვა. დღეს კომიტეტზე ამის განხილვა გადადებულია. ეს ჩვენგან აღიქმება, პირველ რიგში, როგორც გაჭიანურება და მეორე, განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე გათავისუფლებული უნდა ყოფილიყო. ასევე კომისიამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას სწავლობდა, დასკვნა დადო, რომლის თანახმადაც, აუდიტის სამსახურის უფროსი ანგარიშს კი არ უნდა კითხულობდეს, არამედ უკვე გადამდგარი უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, განათლების მინისტრმა გაგვცეს პასუხი, რატომ არ გაითვალისწინა კომისიის დასკვნა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როდის მოვა მინისტრი უმცირესობასთან შესახვედრად", - განაცხადა სერგო რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა