კახა გვანცელაძე – განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის ბაგა-ბაღებში უამრავი პროექტია დაგეგმილი

განათლების რეფორმის ფარგლებში, მომავალ წელს თბილისის ბაგა-ბაღებში უამრავი პროექტია დაგეგმილი, - ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახა გვანცელაძემ გასართობ ცენტრ "რია-რიაში" საახალწლო ღონისძიებაზე განაცხადა. ღონისძიება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების შშმ სტატუსის მქონე 200-მდე აღსაზრდელისათვის გაიმართა. ცენტრში ადაპტირებული გარემო მოეწყო პატარებისთვის, რომელთაც საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

"როგორც პრემიერმა თქვა, იგეგმება განათლების დიდი რეფორმა, რომლიდან გამომდინარეც შესაძლებელია, ბაღების მასწავლებლების ხელფასების ზრდაც იყოს გათვალისწინებული. თბილისის ბაგა-ბაღებზე შემიძლია საუბარი, მომავალ წელს დაგეგმილია უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი, ბაგა-ბაღების მშენებლობა, სადემონტაჟო და გამაგრებითი სამუშაოები, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდება სხვადასხვა სახის ტრენინგები აღმზრდელ- პედაგოგებისთვის და სხვადასხვა მეთოდოლოგიური სამუშაო", - აღნიშნა გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა განაცხადა, რომ შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის ჩატარებული ღონისძიება ინკლუზიური განათლების პროგრამის ერთ-ერთი პატარა ნაწილია.

იხილეთ ვიდეო: კახა გვანცელაძე - განათლების რეფორმის ფარგლებში, თბილისის ბაგა-ბაღებში უამრავი პროექტია დაგეგმილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს