რომან კაკულია საბაჟო კოდექსს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საკითხის დაჩქარებულად განხილვასთან დაკავშირებით, მეტი განმარტებაა საჭირო

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე რომან კაკულია საბაჟო კოდექსს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მეტი განმარტებაა საჭირო საკითხის დაჩქარებულად განხილვასთან დაკავშირებით.

კაკულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერი კოლეგების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამოხატვის ფორმებში არა, თუმცა კითხვებში კოლეგებს ნამდვილად ეთანხმება.

„ამ საბაჟო კოდექსს დადებითად იმიტომ ვუყურებ, რომ DCFTA-დან და იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დანარჩენ სამყაროს ვთავაზობთ, ეს მნიშვნელოვანია. ბევრი არასრულყოფილი კანონიც მიგვიღია და მერე ჩაგვისწორებია, მაგრამ ძირითადში მე პოზიტიურად ვხედავდი ამას. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დღეს გამოგყევით ამის განხილვაზე ის არის, რომ საფინანსო კომიტეტისტის მინდოდა მიმეცა შანსი, რომ ემსჯელა ამ პროექტზე, თუმცა ჩემი ერთ-ერთი პირობა სესიაზე იქნება, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად მიღებაზე განმარტება იყოს უფრო გასაგები. ეს იქნება ჩემი პირობა. ჩემს თანამშრომელს სამი დღე და ღამე არ უძინია, ეს პროექტი წაიკითხა, თუმცა ყველამ ეს ვერ გააკეთა. ამის ახსნა ნამდვილად გვჭირდება, ლოგიკის გარეშე ამ თემას ვერ დავტოვებთ. ამაში ვეთანხმები კოლეგებს. მეორე მოსმენის დროს წამყვან კომიტეტში განმარტება უნდა იყოს უფრო მკაფიო. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი დათქმა“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და აგრარული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, საბაჟო კოდექსს განიხილავს. ოპოზიცია საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას აპროტესტებს და მის გადადებას ითხოვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა