„თიბისი ჯგუფი” უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს

„თიბისი ჯგუფი“ და Allproperty.ge საქართველოში უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებენ. ამისთვის, „თიბისი ჯგუფი“ უძრავი ქონების პლატფორმის Allproperty.ge-ს 90%-იან წილს ყიდულობს. მხარეებს შორის ხელშეკრულებას დღეს მოეწერა ხელი. ინფორმაციას Allproperty.ge ავრცელებს. ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს.

„უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას Allproperty.ge ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებლებს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. Allproperty.ge-ზე განთავსდება გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ.

უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებული პირი, დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად შეძლებს შემდეგი სერვისების მიღებას - უძრავი ქონების მოძებნა;

შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით: შეფასება; დაფინანსების მიღება; უძრავი ქონების გადაფორმება; რემონტის დაგეგმვა; ავეჯის შეძენა. თუმცა, ეს არ არის მომსახურების სრული ჩამონათვალი. ციფრული პლატფორმა მიზნად ისახავს ყველა იმ სერვისისა თუ ფუნქციონალის განვითარებას, რაც უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ პირს შესაძლოა დასჭირდეს, ბინის ყიდვიდან საცხოვრებლად გადასვლამდე.

„თიბისისა“ და Allproperty.ge-ს შორის თანამშრომლობა მხარეებს შორის ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას უზრუნველყოფს, რაც კომპანიებს მომხმარებლების სურვილებისა და საჭიროებების უკეთ გაგებასა და მათზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში დაეხმარება.

Allproperty.ge-ის განვითარება თიბისი ჯგუფის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა