გიგი უგულავა - პოლიტიკური ელიტა ორივე მხრიდან წავა, ხოლო ეს მოსამართლეები დარჩებიან და მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ?

აღარ იქნება ივანიშვილი, არ ვიქნები მე, აღარ იქნება სააკაშვილის აბსტრაქტული შიშები, ეს მოსამართლეები კი დარჩებიან და ისინი მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია, ერთი ადამიანი წარმოაჩინო მონსტრად, ხოლო მათ, ვინც ამ მონსტრის დასაყრდენს წარმოადგენდნენ, უბრალო მსხვერპლები უწოდო. „თუ ადეიშვილი არის ქვეყნის დამაქცეველი და ყველა პრობლემის შემქმნელი, მე შორს ვარ ამ აზრისგან, ადეიშვილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ერთ-ერთი პრობლემა სასამართლოსთან მიმართებაში იყო ის, რომ პროკურატურაში მთლიანად თვითონ გადიოდა მთელ საქმეებს. „ევროპულ საქართველოს“ ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ნაწილად და მნიშვნელოვან ჩავარდნად, და მე ამას გულისტკივილით ვამბობ, სასამართლო სისტემა მიგვაჩნია. მაგრამ არის რაღაცა წითელი ხაზები, რომლებსაც არ უნდა გადახვიდე. მეორე ტურის წინ ხელისუფლების ძირითადი ნარატივი იყო „მეორე ნიურნბერგი“. შეუძლებელია, ერთი ადამიანი წარმოაჩინო მონსტრად, ხოლო მათ, ვინც ამ მონსტრის დასაყრდენს წარმოადგენდნენ, უბრალო მსხვერპლები უწოდო. ეს პირდაპირ სულში ჩაფურთხებაა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვისაც - ან ერთ ნაწილში იტყუები, ან - მეორეში. ან საერთოდ არაფერი გაინტერესებს და უბრალოდ გინდა, რომ სასამართლო როგორც ინსტრუმენტი შენს დაქვემდებარებაში იყოს. თუ სისტემა უნდა მართოს ისევ ჩინჩალაძემ, მურუსიძემ და ამ კლანმა, რომელიც სულ მცირე ხელისუფლების დავალებების შესრულებაშია შემჩნეული, მაშინ მე მართლა მიკვირს, რადგან ადეიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ ეს ხალხი ფულს მაინც არ აკეთებდა. ხოლო დღეს სასამართლო, პოლიტიკური დავალებების შესრულების გარდა ფულის კეთებაშიც არის შემჩნეული. ეს მონსტრებიც კორპორაციად ყალიბდება, ახალი კონსტიტუციის მიხედვით ეს ხალხი უვადოდ ინიშნება. აღარ იქნება ივანიშვილი, არ ვიქნები მე, აღარ იქნება სააკაშვილის აბსტრაქტული შიშები, პოლიტიკური ელიტა ორივე მხრიდან წავა, ხოლო ეს მოსამართლეები დარჩებიან და ისინი მომავალ თაობებსაც წურბელებად და მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ?“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "პოლიტიკური შემადგნელობა წავა, ეს მოსამართლეები დარჩებიან და ჩვენს მომავალ თაობას მონსტრების კორპორაციად უნდა დავუტოვოთ"

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს