გიგი უგულავა - უსინდისოა გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ზურაბ ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან წავიდა ისე, რომ თქვა, მკვლელობა გახსნილი არ არისო

უსინდისო იცით ვინ არის - გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხუთი წელი პრეზიდენტი იყო, ზურაბ ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან წავიდა ისე, რომ თქვა, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილი არ არისო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„არ იყო ეს მკვლელობა და ვერ გაიხსნება ის, რაც არ არის! ხომ ქექეს, ხომ ყველაფერი სიმდაბლე ჩაიდინეს, რაც კი შეეძლოთ - ღარიბაშვილიდან დაწყებული და დანარჩენებით დამთავრებული?! თქვენ გგონიათ, რამე რომ ყოფილიყო, ვინმეს შეარჩენდნენ? მარგველაშვილი იმიტომ არის უსინდისო, რომ ხუთი წლის თავზე თუ ასე თვლი, ხუთი წელი ხმა არ ამოგიღია - ადექი და სულ რომ ხუთი დღე გქონდეს დარჩენილი, პროტესტის ნიშნად მაინც გადადექი! მაგრამ თვითონაც იცის, იმიტომ, რომ ივანიშვილთან და მთელ ამ გუნდთან ერთად თვითონაც მონაწილეობდა ამ სიბინძურეში, როდესაც ამ ადამიანის ხსოვნას იყენებდნენ. ყველაფერი თავიდან შეისწავლეს და ვერაფერი დადეს. რატომ? იმიტომ, რომ შეუძლებელია, კატა ეძებო ბნელ ოთახში, როდესაც ის იქ არ არის. არ მომხდარა მკვლელობა - იყო დიდი ტრაგედია, ადამიანების, ოჯახების, მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო და ამათმა ყველაფერი ეს ტალახში ამოსვარეს“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო: "უსინდისო არის მარგველაშვილი. ჟვანიას მეგობრად თვლიდა თავს და პრეზიდენტობიდან ისე წავიდა, ბოლოს თქვა - გახსნილი არ არის მკვლელობის საქმე"

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს