ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლო დღეებში, 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საგზაო

უსაფრთხოების დაცვისა და მოძრაობის შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, თბილისში - ე.წ. ვაგზლის ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ან ნაწილობრივ შეიზღუდება.

კერძოდ:

• ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აიკრძალება მ.

წინამძღვრიშვილისა და აბასთუმნის ქუჩების კვეთიდან აბასთუმნის და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე.

• ე.წ. „დინამოს“ წრიდან ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება

ცალმხრივად, კერძოდ, მძღოლები „დინამოს“ წრიდან იმოძრავებენ გ. ცაბაძის ქუჩით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, შემდეგ აბასთუმნის ქუჩის გავლით შეუძლიათ, გადაადგილდნენ ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ მიმართულებით და მოძრაობა გააგრძელონ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

• ასევე, შეიზღუდება ავტომანქანების მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან

წინამძღვრიშვილის ქუჩის მიმართულებით.

• ავტომანქანების მოძრაობა ნებადართული იქნება „დინამოს“ წრიდან

წინამძღვრიშვილის ქუჩის გავლით, თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს