„გირჩი“ ზურაბ ჯაფარიძეს აუქციონის წესით გააქირავებს

„გირჩის“ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ახალი წლის ღამეს მეკვლედ ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „გირჩიდან“ აცნობეს. „ახალი წლის ღამეს „გირჩმა“ ზურაბ ჯაფარიძის გაქირავება გადაწყვიტა.

„გირჩი“ პარტიის დაფინანსების მიზნით აწყობს აუქციონს. აუქციონის გამარჯვებულებს, ანუ სამ ყველაზე მსხვილ შემომწირველს, 31 დეკემბრის ღამეს ზურა ჯაფარიძე მეკვლედ ეწვევა.

აუქციონი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ნაწილი 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე, ხოლო მეორე - პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00 საათამდე ჩატარდება. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს http://japara.ge/ge/auction“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია