სკოლა „ჯეჯილში“ ეკოლოგიის კვირეული გამოცხადდა

სკოლა „ჯეჯილში“ ეკოლოგიის კვირეული გამოცხადდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა მიიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

„კვირის განმავლობაში მოსწავლეებმა პროექტები და პრეზენტაციები ისეთ თემებზე მოამზადეს როგორიცაა: დედამიწის მწვანე საფარის მნიშვნელობა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, ალტერნატიული სუფთა ენერგიები (მზე, ქარი), გლობალური დათბობის მნიშვნელობა, დაბინძურება და სხვ. გარემოსდაცვითი განათლება, რომლის მთავარი მიზანიც გარემოსდაცვითი განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების საფეხურზე და სატყეო სააგენტო მსგავს ღონისძიებებში მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება,” - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: ეკოლოგიის კვირეულის ფარგლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შემაჯამებელი ღონისძიების მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო