იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

იტალიაში ვეფხვის მიერ დაგლეჯილი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. უწყების ცნობით, საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა კლინიკასთან, სადაც დაშავებული მკურნალობს.

იტალიაში, რეჯო-კალაბრიას პროვინციაში 25 წლის ქართველი „ლიდია ტონის“ ცირკში ვეფხვების გალიაში შევარდა, რის შედეგადაც ვეფხვმა ის დაგლიჯა.

როგორც იტალიური გამოცემა Il Fatto Quotidiano იუწყება, საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო. ვიდრე გალიაში შევიდოდა, ის სრულად გაშიშვლდა.

იხილეთ ვიდეო: შობის ღამეს ქართველი ბიჭი ვეფხვის ვოლიერში სრულიად შიშველი შევიდა - მტაცებლისგან დაგლეჯილ ახალგაზრდას ხელის ამპუტაცია დასჭირდა

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პრემიუმ ხარისხის მინების ყველაზე მსხვილი იმპორტიორი კომპანია „ჯეო გლასს“ საკუთარ მომხმარებლებს სიახლეს სთავაზობს
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს