დეპუტატის შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების ადვოკატი საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას ითხოვს

მიგვაჩნია, რომ 16 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებდა, როცა გზა გადაკეტა და აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, როცა ხახუბიას დაკავების მიზნით ტრაილერის გამოყენებით გზის გადაკეტვა მოახდინეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას დაღუპვის საქმეში ბრალდებული პოლიციელების ადვოკატმა, ნოდარ ცინცაძემ განუცხადა.

მან გასულ სასამართლო სხდომაზე საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის შესახებ შუამდგომლობა დააყენა. როგორც ადვოკატი აცხადებს, სამართალდამცავების მიერ, ინაუგურაციის დროსა და ხახუბიასთვის გზის გადაკეტვის ეს ორი შემთხვევა სასამართლომ გარკვეულ პარალელში უნდა განიხილოს.

„მოგეხსენებათ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ბრალდების მხარე ედავება იმას, რომ მათ არ ჰქონდათ უფლება გზის შეზღუდვისას გამოეყენებინათ მძიმე საშუალება, ტრაილერი. მოგეხსენებათ, 16 დეკემბერს, ინაუგურაციის ჩატარების დღეს, საპატრულო პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა მოახდინეს გზის მოძრაობის მაქსიმალური შეზღუდვა, ზოგ ნაწილებში გადაკეტვა, სადაც გამოყენებული იქნა როგორც ტრაილერები, ისე ავტობუსები და სხვა მძიმე სატრანსპორტო საშუალებები.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც 16 დეკემბერს, ისე მოცემულ საქმეზე, მიზანი იყო ლეგიტიმური. ერთ შემთხვევაში, მიზანი იყო ინაუგურაციის უსაფრთხოდ ჩატარება, ხოლო ჩვენ შემთხვევაში მიზანი იყო დამნაშავე მძღოლის დაკავება მისი შემდგომი სისხლისამართლებრივი დევნის მიზნით. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებდა 16 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრო, როცა გზა გადაკეტა და აბსოლუტურად კანონიერად მოქმედებდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, როცა ხახუბიას დაკავების მიზნით ტრაილერის გამოყენებით გზის გადაკეტვა მოახდინეს. ჩვენ ვაპირებთ დამატებითი მტკიცებულებების წარდგენას, რადგან ეს ორი შემთხვევა განხილულ იქნას გარკვეულ პარალელში“, - აცხადებს ცინცაძე.

მისივე განმარტებით, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, მსგავსი გადაწყვეტილება 16 დეკემბერს მომხდარ მოვლენასთან მიმართებაშიც უნდა გამოიყენონ.

„იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი, რისი მოლოდინიც არ გვაქვს, ეს განაჩენი შეიძლება გამოყენებული იქნეს 16 დეკემბერს მომხდარ მოვლენასთან მიმართებაში, ვინაიდან იქაც შეიძლება ბარლდება იქნეს წაყენებული.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალი გარემოება. ხომ არ შეიძლება ერთ შემთხვევაში, საპატრულო პოლიციას დამნაშავე მძღოლის დასაკავებლად ეს უფლება არ ჰქონდეს და სხვა შემთხვევაში, სხვა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გზის გადაკვეტის უფლება ჰქონდეს. ეს ხომ დაუშვებელია? ან ორივეს ჰქონდა ამის უფლება, ან ორივეს არ ჰქონდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, მათ კანონი აძლევდა“, - აცხადებს ცინცაძე.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპამდე გამოკვლეული მასალებით, სამართალდამცავთა ბრალეულობა არ იკვეთება.

”ამ ეტაპამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ბრძანება, რომელიც ოცმეთაურმა გასცა ხახუბიას დაკავების შესახებ, იყო აბსოლუტურად კანონიერი. რა თქმა უნდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ასრულებდნენ სავალდებულოდ შესასრულებელ დავალებას, ისინი მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში“, - დასძენს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 17 მაისს, გორთან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია დაიღუპა.

ბექა ხახუბიას ავარიის საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს: ოცმეთაურ ნუკრი ხაბელაშვილს, რიგით პატრულ-ინსპექტორებს, გია სადაღაშვილსა და ზურაბ რუსიშვილს აქვთ წაყენებული. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა