ენერგოომბუდსმენის აპარატმა მიმართვიანობის თვალსაზრისით 2018 წელი შეაჯამა

ენერგოომბუდსმენის აპარატში მომართვიანობის მაჩვენებელი კვლავ მზარდია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ენერგოომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ენერგოომბუდსმენის აპარატში 25 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს 5481 განცხადება დარეგისტრირდა. კონსულტაციებისთვის აპარატს მიმართა - 10844 მოქალაქემ. ელექტრონულ ფოსტასა და სოციალურ ქსელში მიმართა - 1754 მოქალაქემ.

კომპანიების მიხედვით, განცხადებათა რაოდენობა შემდეგნაირად გადანაწილდა:

სს „თელასი“ – 573; სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ – 413; შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ – 119; შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ – 584; სს ,,საქორგგაზი“ – 815; შპს ,,ვისოლ-გაზი“ – 4; შპს „ყამარ გაზი“ – 20; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ – 1062; შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ – 1241; შპს „მცხეთის წყალი“ – 45; შპს „რუსთავის წყალი“ – 581; შპს „ბათუმის წყალი „- 1 .

სექტორის მიხედვით განცხადებები ასე გადანაწილდა:

წყალმომარაგება - 2930; ელექტროენერგეტიკა - 989; ბუნებრივი გაზი - 1562.

„წყალმომარაგების სექტორი საჩივრების რაოდენობის მიხედვით 2018 წელსაც ლიდერობდა. არსებული ციფრების მიხედვით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მისამართით დაფიქსირდა უფრო მეტი საჩივარი, ვიდრე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიმართ. ამ მხრივ, ძირითადი ნაწილი დაკავშირებული იყო ხანდაზმული დავალიანების ჩამოწერასთან, თუმცა საქმეების სიღრმისეული შესწვლით დადგინდა, რომ კომპანია ვერ ახორციელებს სათანადო მომსახურებას, ხშირად არღვევს სასმელი წყლის მიწოდების გრაფიკს, აგრეთვე დაფიქსირდა სასმელი წყლის დაბინძურების ფაქტებიც. თბილისის მასშტაბით კვლავ აქტუალური იყო პრეტენზიები სასმელი წლის მიწოდების ხშირი წყვეტების თაობაზე, აგრეთვე უსაფუძვლოდ განხორციელებულ დარიცხვებსა და ტექნიკური სამუშაოების დაგვიანებით შესრულებაზე.

ბუნებებრივი გაზის სექტორი 2018 წელს მეორე ადგილზეა. 2017 წელთან შედარებით თბილისში იმატა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ. დასავლეთ საქართველოში და აჭარის რეგიონში იმატა ბუნებრივი გაზის უკანონო მოხმარების გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეებმა. წლის დასაწყისში ქ.გორიდან კოლოსალური რაოდენობის განცხადება იყო წარმოდგენილი შპს „სოკარ-ჯორჯია“ გაზის მისამართით, რომელიც ცალკე კვლევის საგანი გახდა ენერგოომბუდსმენის აპარატში.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ძირითადი პრობლემები ფიქსირდება რეგიონებში, ვინაიდან აქტუალურია მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლის საკითხი. ამავდროულად, დასავლეთ საქართველოდან მივიღეთ არაერთი საჩივარი, რომელიც უვარგისი მრიცხველების გამოცვლის შემდგომ დარიცხული თანხების გასაჩივრებას ეხებოდა. თბილისის მოსახლეობა კი ძირითადად კომპანიის მომსახურების ხარისხის გაზრდას მოითხოვდა. აქტუალური იყო დეპოზიტების თემაც.

რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები : 2018 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურიდან კომპანიების მისამართით გაიგზავნა 4056 რეკომენდაცია, ხოლო სემეკს მივმართეთ 680 შუამდგომლობით.

საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ 2018 წლის განმავლობში 1 488 371.756 ლარი შეადგინა.

ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე ჩვენი შუამდგომლობების საფუძველზე 591 196.88 ლარი ჩამოიწერა. ჯამში ჩამოწერილმა თანხამ 2 079 568,63 ლარი შეადგინა“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო