ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებზე - სათითაოდ უნდა შევისწავლოთ ყველა გარემოება და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება

ჩემთვისაც, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიას თქმით, სანამ კონკრეტული კანდიდატების მხარდაჭერას შეეხება საუბარი, კომიტეტმა წარდგენილი კანდიდატურების ბიოგრაფია და სხვა დეტალები უნდა შეისწავლოს.

"ასეთი მნიშვნელობისა და ძალიან მაღალი ინტერესის მატარებელი საკითხი მოითხოვს გააზრებულ და პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას. ჩემთვისაც, ვინც წლების განმავლობაში სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ამიტომ ამ საკითხს პირველ რიგში, სჭირდება მაქსიმალური გამჭვირვალობა და პროცედურების ზუსტი დაცვა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ინფორმაცია უნდა გამოვითხოვოთ იმ კანდიდატებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ შემოვიდა ბიუროზე და არ ახლავს მას არც ავტობიოგრაფია და სხვა მონაცემები. კომიტეტი გამოითხოვს ამ ინფორმაციას. ჩვენ სათითაოდ უნდა შევისწავლოთ ყველა გარემოება. პროცედურა მოითხოვს, რომ მოვუსმინოთ ყველა კანდიდატს და ამის შემდეგ მიიღოს კომიტეტმა გადაწყვეტილება, ვის აძლევს რეკომენდაციას და ვის - არა. მე პირადად მიმაჩნია, რომ ვიდრე კონკრეტულად ვისაუბრებ გვარებთან დაკავშირებით, უნდა დავიცვათ პროცედურა. უზენაეს სასამართლოს მართლა ძალიან ეჩქარება, რადგან არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის მოსამართლეები, მაგრამ ეს პრობლემური მოცემულობა არ უნდა მოხდეს კანონის ხარჯზე,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნული კანდიდატები საბჭომ დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა