რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე მოწმეები უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა ადვოკატმა დიმიტრი ნოზაძემ, ზაზა სარალიძის ძირითადი ადვოკატის - ნესტან ლონდარიძის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილის წინაშე, სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

მანამდე კი მოსამართლემ, ზაზა სარალიძეს წაყენებული ბრალი გააცნო. კითხვაზე ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, ზაზა სარალიძემ უპასუხა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

,,დეტალებზე, გამოძიებიდან გამომდინარე არ ვისაუბრებ, რაც შეეხება ბრალდების მიერ წაყენებული ბრალის ფორმულირებას, არ ვეთანხმები. დანარჩენი, დაველოდები სასამართლო პროცესების განვითარებას“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 353-ე პრიმა მუხლის, პირველი ნაწილითაა აღძრული (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით). საქმეზე გამოძიებას ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესები კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. როგორც საქმის მასალებშია აღნიშნული, 26 ოქტომბერს, ზაზა სარალიძე, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელ ალექსანდრე ღვანიას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, თავს დაესხა, მას ლითონის ბლაგვი საგანი დაარტყა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მოგვიანებით, როდესაც პოლიციელი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს, კვლავ მივიდა მასთან და ხელი დაარტყა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა