გიორგი ქობულია - ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის

ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს ქართან დაკავშირებით. რა გრაფიკსაც ხედავთ, ეს არ არის ჩვენი ოცნება ან ნატვრა, ამაზე ინვესტორებს უკვე ხელი აქვთ მოწერილი. თქვენ ნახავთ, რომ 2020 წლიდან ვიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ეს უკვე პრაქტიკულად დაწყებულია. ჩვენ მზის პოტენციალს ვსწავლობთ. ელექტროენერგიის მხრივ საქართველო უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, - განაცხადა ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო