დავით ჭიჭინაძე  ეკონომიკის მინისტრს - თქვენი დამტკიცების დროს პრეზენტაცია ბევრად უფრო სიახლის შემცველი იყო, ვიდრე ის, რაც დღეს მოვისმინეთ

სიმართლე გითხრათ, ბატონო მინისტრო, როდესაც თქვენი დამტკიცება ხდებოდა, თქვენი პრეზენტაცია ბევრად უფრო სიახლის შემცველი იყო, ვიდრე ის, რაც დღეს მოვისმინეთ, - ასე მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას.

„ეტყობა, რომ ის ხალხი, ვინც გვერდში გყავთ, ისევ და ისევ ის ძველი გუნდია და აქედან გამომდინარე, მაგათ ჩარჩოებში ხართ მოქცეული. ისევ და ისევ, იგივეს გველაპარაკებით, რასაც თქვენი წინამორბედები გვესაუბრებოდნენ, იმ პრობლემებს წარმოგვიჩენთ, რომელიც მაშინ არსებობდა და თქვენს პრეზენტაციას გადაჭრის მეთოდებს ნამდვილად ვერ დავარქმევ“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დეპუტატი რკინიგზის პრივატიზაციის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ყველაფრის გაყიდვის იდეოლოგია კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის და გიორგი ქობულიას მინისტრობამდე, წარსულშიც, მუდმივად გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადებები კეთდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა